00:11 | 2021-04-19 ავტორი: Prime Time

ვინ ვერ ისარგებლებს უქმე დღეებით 4-11 მაისს – ახალი დადგენილება

ვინ ვერ ისარგებლებს უქმე დღეებით 4-11 მაისს – ახალი დადგენილება

მთავრობის N175 დადგენილებით, 2021 წლის 4 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით დღეები და 10-11 მაისი უქმე დღეებად განისაზღვრა. ეს დადგენილებაც მთავრობამ 16 აპრილს მიიღო, თუმცა, 4-11 მაისი უქმე დღეებად რომ გამოცხადდებოდა, ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე 9 აპრილს გაჟღერდა. ამის შესახებ „ნეტგაზეთი“ წერს.

 

ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, ერთობლივი ბრძანებით უნდა განსაზღვრონ ის მეწარმე სუბიექტები ან/და საქმიანობები, რომლებზეც არ გავრცელდება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ დადგენილება და „რომელთა უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის“.

 

„უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ დადგენილება არ ვრცელდება ასევე „ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირებსა (გარდა იმ ანგარიშვალდებული საწარმოსი, რომელიც სხვა ნიშნით არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირს) და მათ მიერ/მათ წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

 

„უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ 2021 წლის 16 აპრილის №175 დადგენილება არ გავრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.

 

ასევე იხილეთ: ლევან ვასაძის მდიდრული რეზიდენცია წყნეთში

 

ავტორი: Prime Time

X