
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თვითდასაქმებულებს, რომლებსაც დოკუმენტაცია წესრიგში არ ჰქონდათ და დახმარება ითხოვეს, ერთჯერადი 300 ლარი მაინც დაერიცხებათ.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თვითდასაქმებულმა რეგისტრაცია პირველ აგვისტომდე არ გაიარა, მათ დახმარება არ ჩაერიცხებათ.
„აუცილებლად უნდა იყოს დარეგისტრირებული, თუ დარეგისტრირებული არ არის და პრემიერ-მინისტრის განცხადება ნახა, სადაც ის ამბობს, რომ ყველას ჩაერიცხება ერთჯერადი დახმარება, ეს გულისხმობს იმ თვითდასაქმებულებს, რომლებიც უკვე დარეგისტრირებული არიან, ხოლო მათ ვისაც ახლა სურთ რეგისტრაცია, ამას ვეღარ მოახერხებენ. პირველ აგვისტომდე იყო რეგისტაციის ვადა, თუ პირველ აგვისტომდე არ დარეგისტრირდა, ცალსახად მათზე არანაირი კომპენსაცია არ გაიცემა.
ხოლო ის თვითდასაქმებულები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან და დოკუმენტაცია სრულად ვერ წარადგინა, ამ ადამიანებს ეხებათ მთავრობის ახალი ინიციატივა. ასეთ თვითდასაქმებულებს სექტემბერში ჩაერიცხებათ 300 ლარიანი დახმარება, – აცხადებენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში.























