
საერთოდ არ მესმის იმ ქალების, ვინც შვილს აჩენს იმისთვის, რომ ქმრები ოჯახში დააბან, – ამის შესახებ მომღერალმა ცისანა სეფიაშვილმა ჟურნალ „სარკესთან” პირად ცხოვრებაზე საუბრისას განაცხადა.
მომღერალი ამბობს, რომ მის შვილებს არაჩვეულებრივი მამები ჰყავთ და საუკეთესო ურთიერთობა აქვს.
„ვინმე ფიქრობთ, რომ მე შვილები ოჯახის შესანარჩუნებლად გავაჩინე?!. არა და არა!. საერთოდ არ მესმის იმ ქალების, ვინც შვილს აჩენს იმისთვის, რომ ქმრები ოჯახში დააბან. შვილები გავაჩინე ჩემთვის და ერთმანეთისთვის. ეს არის ყველაზე კარგი, რაც ცხოვრებაში გავაკეთე. ჩემს შვილებს ჰყავთ შესანიშნავი მამები, აქვთ საუკეთესო ურთიერთობა…“, – განაცხადა ცისანა სეფიაშვილმა.
ცნობისთვის, მომღერალ ცისანა სეფიაშვილს პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს, ხოლო მეორე ქორწინებიდან კი – სამი შვილი.






















