10:09 | 2021-06-21 ავტორი: Prime Time

„ვინმემ არ თქვას რომ სადმე სამართლიანობა არსებობს, არსად მისი ნამცეციც არ არის“ – გიგლა თუმანიშვილი გარდაცვლილ კოლეგაზე

„ვინმემ არ თქვას რომ სადმე სამართლიანობა არსებობს, არსად მისი ნამცეციც არ არის“ – გიგლა თუმანიშვილი გარდაცვლილ კოლეგაზე

მადლობა ყველა წუთისთვის, მადლობა მეგობრობისთვის. ბევრი დაგვრჩა სათქმელი და იქ რომ შევხვდებით აუცილებლად მოგიყვები რა მძიმე იქნება უშენოდ ყველა წუთი დღეის შემდეგ, – ამის შესახებ ჟურნალისტი გიგა თუმანიშვილი კობა ალხაზაშვილის შესახებ წერს, რომელიც დღეს გარდაიცვალა.

 

„ვინმემ არ თქვას რომ სადმე სამართლიანობა არსებობს, არსად მისი ნამცეციც არ არის… მე სულ ასეთი კობა მემახსოვრები. ცოტა სევდიანი, ძალიან მეგობრული, ყველას მოსიყვარულე და სამართლიანი. მადლობა ყველა წუთისთვის, მადლობა მეგობრობისთვის. ბევრი დაგვრჩა სათქმელი და იქ რომ შევხვდებით აუცილებლად მოგიყვები რა მძიმე იქნება უშენოდ ყველა წუთი დღეის შემდეგ, პირველ რიგში შენი ოჯახისთვის. კობა ალხაზაშვილი “მშვიდობით არა, ნახვამდის,“ – წერს გიგა თუმანიშვილი.

 

ცნობისთვის, 37 წლის ასაკში ჟურნალისტი კობა ალხაზაშვილი გარდაიცვალა.

კობა ალხაზაშვილს სწრაფად პროგრესირებადი ავთვისებიანი სიმსივნე ნახევარი წლის წინ დაუდგინდა. პოსტკოვიდურ პერიოდში მას ბრონქის სიმსივნე განუვითარდა, შემდგომ მეტასტაზები თავის არეში და ფილტვებზეც გავრცელდა.

 

ავტორი: Prime Time

X