
ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების ზრდასთან ერთად, სულ უფრო ხშირად გვესმის მისი შედარება სეზონურ გრიპთან.
ამ თემაზე დღეს, აშშ-ში მოღვაწე ქართველმა რეანიმატოლოგმა გადაცემაში „დღის კუერიერი“ განაცხადა, რომ ვინც ამბობს, თითქოს ეს არ არის ჩვეულებრივი გრიპი, საკუთარ თავს და სხვებსაც ვნებს.
„ეს დაავადება მხოლოდ გრიპი არ არის. ეს არის სისულელე. ამის მარტივი მაგალითია, რომ არ არსებობს მედიკამენტები მის სამკურნალოდ. ასევე – სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიძლება, გახდნენ წყარო, რაც გრიპის დროს არ ხდება“, – განაცხადა ბექა ბახტაძემ.
ცნობისთვის, კორონავირუსით დაავადებული თითოეული პირი 2,2 სხვა ადამიანს აინფიცირებს.
სეზონური გრიპის (რეპროდუქციის) გადადების მაჩვენებელი 1,3 ადამიანია.
1918 წლის გრიპის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით იგივე იყო, რაც ახალი კორონავირუსის, მაგრამ სამკურნალო საშუალებებისა და ვაქცინის გამოჩენის შემდეგ მნიშვნელოვნად დაეცა.
ბოლო მონაცემებით:
- გარდაცვლილია სამი ადამიანი.
- საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 17 აპრილის 12 საათიდან, 21 აპრილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება იკრძალება.
- დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ატასი ლარით დაჯარიმდება.
- მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტება!
- ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი
- 15 აპრილიდან, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
- საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
- კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხოკაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















