11:47 | 2021-02-08 ავტორი: Prime Time

“ვინც ეს მედიკამენტი მიიღო, ყველა 2 დღეში გამოჯანმრთელდა” – გიორგი ღოღობერიძე კოვიდის საწინააღმდეგო მედიკამენტს აღწერს (ვიდეო)

“ვინც ეს მედიკამენტი მიიღო, ყველა 2 დღეში გამოჯანმრთელდა” – გიორგი ღოღობერიძე კოვიდის საწინააღმდეგო მედიკამენტს აღწერს (ვიდეო)

“თქვენთვის უკვე ცნობილი იქნება, რომ ახალი მედიკამენტი შეიძლება დამკვიდრდეს კოვიდის წინააღმდეგ. ეს მედიკამენტი ისრაელმა, ფაქტობრივად, გუშინ გააცხადა. ტელავისის კლინიკაში დაიტესტა ეს პრეპარატი, მან გაიარა კვლევის პირველი ფაზა. მედიკამენტის სახელია EXO-CD24. ეს პრეპარატი განკუთვნილია იმისთვის, რომ პაციენტებს, რომელთაც დაემართებათ კოვიდი, საშუალო ან მძიმე ფორმებით, არავინ არ მოკვდეს”, – ამის შესახებ ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ფეისბუქზე ლაივჩართვის დროს განაცხადა.

 

ღოღობერიძე აცხადებს, რომ მედიკამენტმა შემოწმების პირველი ფაზის დროს 96%-იანი ეფექტურობა აჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზეც კი დაიტესტა ყველა მათგანი 2 დღეში გამოჯანმრთელდა.

 

ნახეთ ვიდეო: “ვინც ეს მედიკამენტი მიიღო, ყველა 2 დღეში გამოჯანმრთელდა” – რას ამბობს გიორგი ღოღობერიძე

ამასთან, ღოღობერიძის თქმით, კვლევა ჯერ მხოლოდ 30 პაციენტზეა ჩატარებული და წინ შემოწმების მეორე და მესამე ფაზაა, რომლიც წარმატებით გავლის შემთხვევაშიც მედიკამენტი ხელმისაწვდომი გახდება.

 

“რეალურად ჩვენ გვკლავს არა ვირუსის აგრესიულობა, არამედ თვითონ ჩვენი იმუნური სისტემის ზედმეტი აგრესიულობა. ამ მედიკამენტით ოდნავ ვამუხრუჭებთ იმუნურ სისტემას და ვირუსი მარცხდება, პაციენტი ჯანმრთელდება. ეფექტურობა ამ მედიკამენტისა პირველი ფაზის მიხედვით იყო 96%, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზეც კი დაიტესტა ყველა მათგანი 2 დღეში გამოჯანმრთელდა. მაგრამ აქ მტავარია ის, რომ მედიკამენტი შემოწმდა მხოლოდ 30 პაციენტზე. როცა მეორე და მესამე ფაზას გაივლის მერე შეიძლება, რომ ის გახდეს ხელმისაწვდომი”, განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.

 

ავტორი: Prime Time

X