
“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, თავის 2012 წლის პოსტს აზიარებს, სადაც წერდა: “ვინც გუბაზის სიტყვები მოისმინა ბერაზე (რომ ის ინცესტის შედეგია და იმიტომ არის ალბინოსი) და ამის მიუხედავად, ამ ღორს კაცად თვლის გამარჯობა არ მითხრას.”
ცნობისთვის, გუბაზ სანიკიძემ თქვა, პარლამენტარმა გუბაზ სანიკიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, რომ სააკაშვილი არის ერთადერთი პოლიტიკური ფიგურა, ვისაც შეუძლია ხალხის მასები მოძრაობაში მოიყვანოს.
“ერთადერთი პოლიტიკური ფიგურა, ვისაც შეუძლია ხალხის მასები მოძრაობაში მოიყვანოს და ის პროცესი, რაც არის, აქტივში გადაიტანოს, არის მიხეილ სააკაშვილი.
ერთმანეთს ჭამენ “ქართული ოცნებაში“, ორად არის გაყოფილი, შიდა სამოქალაქო ომი აქვთ, – ჩრდილოეთი და სამხრეთი – გახარია და “ქართული ოცნება“. სანამდე უნდა ვუყუროთ ამას, ვინმემ აკრძალა ამ ქვეყანაში “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩევლის აქტიურობა? მიშას მომხრეები სხვა ფერის, სხვა რასის არიან, სხვა გარეგნობა, სხვა რელიგია აქვთ?! რითი განსხვავდებიან? ეს ხალხი ამ ერის მესამედია, თან ყველაზე აქტიური ნაწილი… ეს მაშინ, როდესაც მიშა აქ არ არის, როცა ფეხს დადგამს, ეს მესამედი შეიძლება გაცილებით მეტი აღმოჩნდეს.”
ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:























