18:05 | 2021-10-11 ავტორი: Prime Time

„ვინც კორპუსში სამუშაოებს ასრულებდა, პროფესიით მშენებლები არ არიან“ – ბინის მეპატრონის ადვოკატი 

„ვინც კორპუსში სამუშაოებს ასრულებდა, პროფესიით მშენებლები არ არიან“ – ბინის მეპატრონის ადვოკატი 

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული ბინის მეპატრონის ადვოკატი, რამინ პაპიძე ამბობს, რომ ფაქტის დადასტურების გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნგრევა ჩატარებულმა სამუშაოებმა გამოიწვია.

 

მისივე თქმით, ისინი, ვინც სამუშაოებს ასრულებდნენ, მშენებლები არ არიან.

 

ტრაგედიის წინასწარმეტყველი, ბათუმში დაღუპული 12 წლის დათას ისტორია -
2021-10-11ტრაგედიის წინასწარმეტყველი, ბათუმში დაღუპული 12 წლის დათას ისტორია - "მის ნახატებში ყოველთვის ზურგით არიან ორნი"

 

„ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს, უშუალოდ სახლის ნგრევის მიზეზების დადგენასთან დაკავშირებით არ შეიძლებოდა ამ ეტაპზე, რომელიმე პირის დაკავება. უნდა დავლოდებოდით ექსპერტების დასკვნას და ამის შემდეგ შესაძლებელი იყო გვემსჯელა რამდენიმე პირის ბრალეულობაზე. ვინც კორპუსში სამუშაოებს ასრულებდა, ისინი პროფესიით მშენებლები არ გახლავთ.

 

არ შეიძლება ვთქვათ, რომ ნგრევა გამოიწვია იმ სამუშაოებმა, რაც იქ განხორციელდა. ეს სამუშაოები არ განხორციელებულა მესაკუთრის უშუალო დავალებით. სამშენებლო სამუშაოებს, რომლებიც მიმდინარეობს საცხოვრებელ ფართში, არ სჭირდება სანებართვო თანხმობა. კანონში გვაქვს ხარვეზი.

 

სარემონტო სამუშაოები პირველ სართულზე მიმდინარეობდა, არსებულ საცხოვრებელ ფართში. მიმდინარეობდა შიდა კედლების დემონტაჟი. საცხოვრებელი სახლის სარდაფში კი სამუშაოები არ მიმდინარეობდა“, – აცხადებს ადვოკატი რამინ პაპიძე.

 

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი. შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X