13:26 | 2021-03-31 ავტორი: Prime Time

ვინც მათ შანტაჟს არ ექვემდებარება, ყველა მეორე მხარის მოკავშირედ უნდა გამოაცხადონ – ვახუშტი მენაბდე ჩერგოლეიშვილს პასუხობს

ვინც მათ შანტაჟს არ ექვემდებარება, ყველა მეორე მხარის მოკავშირედ უნდა გამოაცხადონ – ვახუშტი მენაბდე ჩერგოლეიშვილს პასუხობს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წევრი, ვახუშტი მენაბდე თამარ ჩერგოლეიშვილის სტატუსს გამოეხმაურა.

 

ვახუშტი მენაბდის თქმით, ჩერგოლეიშვილი და ოპოზიცია ცდილობს, რომ ყველა, ვინც მათ დღის წესრიგს არ იზიარებს, მეორე მხარის მოკავშირედ გამოაცხადოს.

 

“ყველა ვინც მათ დღის წესრიგს პირდაპირ არ იზიარებს და მათ შანტაჟს არ ექვემდებარება, ავტომატურად მეორე მხარის მოკავშირედ უნდათ გამოაცხადონ. ბოლო პერიოდში თამარა ჩერგოლეიშვილის ვოლზე რამდენჯერმე გამოქვეყნდა ახლა რასაც ხედავთ დაახლოებით ამ შინაარსის პოსტი. განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მიმართვა გამოვაქვეყნეთ, რომლის ადრესატიც პარტიები არიან. ამ დოკუმენტში საუბარია ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ძალაუფლების გაზიარებაზე. მაგალითად იმაზე, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები და უზენაესის მოსამართლეები დაინიშნონ ორმხრივი (ოპოზიციის და ხელისუფლების) მხარდაჭერით. მთავარი აქ ის არ არის, რომ ჩემზე წერს, მთავარი სხვა რამეა – ქართულ პოლიტიკურ ელიტას და მის მხარდამჭერებს არ მოსწონთ არცერთი ინიციატივა, რომელიც ყოვლისშემძლე უმრავლესობას შეუყენებს წყალს, რადგან ადრე თუ გვიან ყველას ასეთ უმრავლესობად წარმოუდგენია თავი და ბევრი მათგანი ასეთია, ან ასეთი ყოფილა კიდეც.

 

 

რეალობა კი ის არის, რომ ბევრ თანამოაზრესთან ერთად ყოველთვის კრიტიკულად ვიყავი განწყობილი სასამართლო რეფორმის ტალღების მიმართ, რადგან ისინი მეტწილად ტექნოკრატიულ გამოსავლებს გვთავაზობდნენ (მიმართვაში რაც გვიწერია ის არსებითად უპირისპირდება ტალღებს და პოლიტიკური ძალაუფლების გადანაწილების ლოგიკიდან ცდილობს მის მოგვარებას). ამის გამო ყოველთვის მძიმე დისკუსიები მქონდა სხვა ორგანიზაციებთან და სპეციალისტებთან, რომელთა ერთი ნაწილი ახლა სხვათა შორის თამარას ახლომახლო პოზიციონერებს და მათთან უფრო საინტერესო არ იქნება ეს განხილვა?”, – წერს ვახუშტი მენაბდე.

 

 

ცნობისთვის, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტია საარჩევნო რეფორმას, სასამართლო რეფორმასა და ამ კუთხით შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვასა და გატარებას “რადიკალურ ოპოზიციის ნაწილთან შეთანხმების გარეშე” განახორციელებს.

 

 

კობახიძის განცხადებას სოციალურ ქსელში “ტაბულას” რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა.

 

“ძალიან კარგი. დასხედით ვახუშტი მენაბდესთან ერთად და ააგორეთ მეხუთე ტალღა.”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

 

 

ავტორი: Prime Time

X