10:08 | 2020-05-06 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ვინც ოჯახის წევრები დაკარგა კორონავირუსის დროს, მინდა ვუთხრა – მიყვარხართ – ტრამპი 

ვინც ოჯახის წევრები დაკარგა კორონავირუსის დროს, მინდა ვუთხრა – მიყვარხართ – ტრამპი 

„მე თქვენ მიყვარხართ. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია“, – ასე მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმ ამერიკელებს, რომლებმაც პანდემიის დროს ახლობლები დაკარგეს.

 

მისივე თქმით, მთავრობა დამატებით ზომებს იღებს ხანდაზმული ასაკის პირების დასაცავად.

 

თუმცა, მინდა ვუთხრა იმ ხალხს, ვინც ოჯახის წევრები დაკარგა პანდემიის დროს, რომ გვიყვარხართ. თქვენ გვერდით ვართ. როგორც არასოდეს, დიდ თანხებს ვდებთ, რათა ხალხმა თავი უკეთ იგრძნოს“, – აცხადებს ტრამპი.

 

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 1.2 მილიონს გადააჭარბა, ხოლო 70 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

 

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X