23:29 | 2021-07-23 ავტორი: Prime Time

ვირტუალური ქორწილები გადაიხადეთ, თაფლობის თვეში მთაში ადით, ბავშვები გააკეთეთ – გიორგი ფხაკაძე

ვირტუალური ქორწილები გადაიხადეთ, თაფლობის თვეში მთაში ადით, ბავშვები გააკეთეთ – გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს რეგულაციების დაცვისკენ.

 

მისივე თქმით, მოსახლეობამ ქორწილები ვირტუალურად უნდა გადაიხადოს. ამის შესახებ ფხაკაძემ, „ფეისბუქ“ ლაივში ისაუბრა.

 

ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ-კონგოს ცხელებით ქალი გარდაიცვალა
2021-07-23ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ-კონგოს ცხელებით ქალი გარდაიცვალა

 

„ჩვენ გვჭირდება დისტანცია, 6 ადამიანის მეტი შეკრება არ უნდა იყოს. ქორწილებს, რომ აკეთებენ 200 და 400 კაციანს, კარგით რა! ვირტუალური ქორწილები გააკეთეთ ბოლოს და ბოლოს. თაფლობის თვეში მთაში ადით ბავშვები გააკეთეთ, რა დროის ქეიფებია, კარგით რა ეს ღრეობები. რა ვქნა ახლა? ვილაპარაკო აზრი არ აქვს, მერე გამოვლენ და იტყვიან, შენო რა იციო. გამოსავალი არის დისტანცია“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

ავტორი: Prime Time

X