19:37 | 2020-09-13 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ვირუსგამძლე თვითმფრინავები დაიწყებენ ფრენას? – აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი

ვირუსგამძლე თვითმფრინავები დაიწყებენ ფრენას? – აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურა გურული სოციალურ ქსელში საჰაერო მიმოსვლის თემას ეხმაურება და წერს, რომ ფრენები 1 ნოემბრამდე გადაიდო. მას არ ესმის, რას უკავშირდება ეს თარიღი და რატომ მიიღეს მსგავსი გადაწყევტილება.

 

არავინ იცის ზუსტად, თუ რა გართულების „ჩახმახი“ შეიძლება გახდეს კორონავირუსი - ზურაბ გურული 
2020-08-25არავინ იცის ზუსტად, თუ რა გართულების „ჩახმახი“ შეიძლება გახდეს კორონავირუსი - ზურაბ გურული 

 

„ფრენა გადაიდო 1 ნოემბრამდე – გამოცხადდა და მორჩა.

 

ნებისმიერი გონიერი ადამიანი იკითხავს, რატომ პირველ ნოემბრამდე და რატომ 15 ნოემბრამდე არა? იქნებ 21 -მდე?

 

რა ხდება 1 ნოემბერს? პანდემიის დასრულების ჟამი დაჰკრავს? ახალი ტიპის, ვირუსგამძლე თვითმფრინავები დაიწყებენ ფრენას? მოგზაურები დაჭკვიანდებიან და თუ საჭირო არ არის სადმე წასვლა, სახლში დაეტევიან?

 

რაიმე ზებრძნული თავდაცვითი პროექტის დასრულების თარიღია, რომლის შემდეგაც ფრენები უსაფრთხოდ აღდგება? თუ … თუ ….

არცერთი…

 

ამიტომ პასუხად ისმის წყევლა-კრულვა და გინება.

 

ცხადია, ვერცერთი ვერ დააზიანებს მთავრობას იმდენად, რომ ეტკინოთ; დიდი-დიდი ეწყინოთ

 

საზოგადოებას პატივი უნდა სცე იმდენად, რომ აუხსნა თუ რამე იცი და თუ არ იცი, პატიოსნად თქვა, რომ არ იცი. ახლა, თუ მაინც გაგდის, რა პრობლემაა, დიდი-დიდი გეწყინოს, ხომ ვერ გატკენენ” – წერს ზურა გურული.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X