19:35 | 2020-06-13 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ვირუსი არის ყველაზე პრიმიტიული სტრუქტურა, ადამიანი მაღალგანვითარებული ორგანიზმია – ცერცვაძე ადამიანს და ვირუსს ადარებს

ვირუსი არის ყველაზე პრიმიტიული სტრუქტურა, ადამიანი მაღალგანვითარებული ორგანიზმია – ცერცვაძე ადამიანს და ვირუსს ადარებს

ვირუსებსაც და ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ საზოგადოებისათვის უწყინარი და შეუძლიათ იყვნენ სახიფათოც, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ გადაცემა, „შემდეგ გაჩერებაში“ განაცხადა.

 

ცერცვაძის თქმით, ვირუსი შეიძლება იყოს საზოგადოებისათვის, როგორც უწყინარი, ისე სახიფათოც.

 

„ადამიანი არის ყველაზე მაღალგანვითარებული ორგანიზმი მსოფლიოში, ხოლო ვირუსი არის ერთ-ერთი ყველაზე პრიმიტიული სტრუქტურა.

 

დაიწყო შიდა გავრცელება, შეიძლება ისევ დადგეს კარანტინის, ქალაქების ჩაკეტვის აუცილებლობა - ბიძინა კულუმბეგოვი
2020-06-13დაიწყო შიდა გავრცელება, შეიძლება ისევ დადგეს კარანტინის, ქალაქების ჩაკეტვის აუცილებლობა - ბიძინა კულუმბეგოვი

 

ვირუსებსაც და ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ საზოგადოებისათვის უწყინარი და შეუძლიათ იყვნენ სახიფათოც. კორონავირუსის შემთხვევაში, შვიდი შტამიდან, რომელიც ადამიანს ასნემოვნებს, მათგან 4 უწყინარია და იწვევს, მხოლოდ მსუბუქ გაციებით დაავადებებს. ხოლო სამი ძალიან სერიოზულია სიკვდილობის მაღალი მაჩვენებლით.

 

ასეა ადამიანებშიც, ცივილიზებული ადამიანების უმრავლესობა არ არის სახიფათო საზოგადოებისთვის, თავიანთი ქმედებით, ცხოვრების წესით ისინი არ ქმნიან საფრთხეს. არიან ადამიანები, რომლებიც დანარჩენი საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X