
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური სექტორი იმდენად კარგადაა მომზადებული, რომ . – ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს იქნება ჩვეულებრივი, რიგითი ინფექცია, რომელსაც საზოგადოება ვერც კი გაიგებს.
„შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დღეში ერთი და ორი შემთხვევა – ამაზე მხოლოდ ოცნება შეიძლება.
მაგრამ დღეში ათამდე ან ოცამდე შემთხვევა რომ იყოს, ესეც ძალიან დიდი წარმატება იქნება, მაინც ჩაითლება რომ საქართველო ეპიდემიის პირველ ეტაპს კარგად გაუმკლავდა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში.
ბოლო მონაცემები:
კორონავირუსით გარდაცვლილია 12 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში – 3076.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 300.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.























