18:10 | 2021-09-26 ავტორი: Prime Time

„ვირუსი ისე შეუყვარდა ხალხს საქართველოში, რომ პირბადის გამოყენება „გრეხია“ – გიორგი ფხაკაძე

„ვირუსი ისე შეუყვარდა ხალხს საქართველოში, რომ პირბადის გამოყენება „გრეხია“ – გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ვირუსის გავრცელების 92%-ით შემცირება მხოლოდ სამედიცინო პირბადეს შეუძლია.

 

„სამედიცინო პირბადე არის ყველაზე სწრაფი და ყველაზე ეფექტური საშუალება ამ ვერაგი ვირუსის შესაჩერებლად!

 

ყველამ რომ გამოიყენოს სამედიცინო პირბადე… დიახ, მარტო სამედიცინო პირბადეს შეუძლია, 92%-ით შეამციროს ვირუსის გავრცელება!

 

წარმოიდგინეთ, ყველა რომ აიცრას, ვისაც შეუძლია და ყველა თუ ვაქცინირდება ფაიზერით, ვირუსს არ ექნება გამრავლების საშუალება და 2-3 თვეში გაქრება … მაგრამ ეს ვირუსი ისე შეუყვარდა ხალხს საქართველოში, რომ პირბადის გამოყენება „გრეხია” და ვაქცინაცია კი „სვეცკობა“ არ არის.

 

არაპროფესიონალიზმი კლავს…

 

არ გაავრცელოთ ვირუსი, გაავრცელეთ სიყვარული“, – წერს ფხაკაძე.

 

(სტილი დაცულია)

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X