12:50 | 2021-04-18 ავტორი: Prime Time

ვირუსის გავრცელების პიკში, შესაძლოა, აპრილის ბოლოს შევიდეთ – ამირან გამყრელიძის გამფრთხილება

ვირუსის გავრცელების პიკში, შესაძლოა, აპრილის ბოლოს შევიდეთ – ამირან გამყრელიძის გამფრთხილება

ეპიდსიტუაცია თანდათან, დინამიურად უარესდება და არ არის გამორიცხული, რომ ვირუსის გავრცელების პიკში შევიდეთ აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, თუ, რა თქმა უნდა, არ იქნება დაცული ის რეკომენდაციები, რომლებზეც ხშირად ვსაუბრობ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

„დადებითობის დღიური მაჩვენებელი პირველად ასცილდა ოთხ პროცენტს, თუმცა 14 დღის მონაცემებით, ის ჯერჯერობით 2,98 პროცენტია. ასევე, უარესდება სხვა ინდიკატორებიც, რეპროდუქციის ინდექსი გაზრდილია, ისევე, როგორც გაზრდილია დატვირთვა ჯანდაცვის სექტორზე ანუ აქტიური შემთხვევების რიცხვი არის 10 478.

 

ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდსიტუაცია თანდათან, დინამიურად უარესდება და არ არის გამორიცხული, რომ ვირუსის გავრცელების პიკში შევიდეთ აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, თუ, რა თქმა უნდა, არ იქნება დაცული ის რეკომენდაციები, რომლებზეც ხშირად ვსაუბრობ. პირბადის ტარების მაჩვენებელი ისევ დაბალია და 50 პროცენტს შეადგენს და მობილობა არის ცხრა პროცენტი, ანუ სერიოზულად არის გაზრდილი მობილობა.

 

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბრწყინვალე აღდგომა ჩავამთავროთ ძალიან მშვიდად და მოკრძალებულად. რეკომენდაციები უმკაცრესად უნდა იყოს დაცული როგორც აღდგომის წინა პერიოდში, ასევე შემდგომ დღეებში“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი: Prime Time

X