14:44 | 2020-04-06 ავტორი: თეონა ყაჭიური

ვირუსის მკურნალობის ხარჯები, შესაძლოა, კერძო სადაზღვეო კომპანიებმაც დაფარონ

ვირუსის მკურნალობის ხარჯები, შესაძლოა, კერძო სადაზღვეო კომპანიებმაც დაფარონ

„მკურნალობის ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო, თუმცა არის მოსაზრება, ამაში კერძო სადაზღვევო კომპანიებიც ჩაერთონ“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით,  გაიმართება მოლაპარაკებები და გადაწყვეტილება შემდეგ გახდება ცნობილი.

 

„ამ ეტაპზე, ვირუსის მკურნალობის ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო. არსებობს მოსაზრებები, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიები ჩაერთონ, როგორც ონლაინმომსახურებაში, ასევე ფინანსურ მხარდაჭერაში.

 

ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოლაპარაკებებს გავმართავთ და ეს საკითხი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ერთობლივ გადაწყვეტილებას მივიღებთ სადაზღვევო კომპანიებთან ერთად“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

  • ბოლო მონაცემებით გამოჯანმრთელებულია 36 ადამიანი

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X