
საპატრიარქო დეკანოზ დავით ქვლივიძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს და განცხადებას ავრცელებს:
„დღეს, 2020 წლის 7 დეკემბერს, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით (COVID-19) გარდაიცვალა თბილისის ვაშლიჯვრის მაცხოვრის ნათლისღების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით ქვლივიძე.
მამა დავითი მკურნალობდა საავადმყოფოში, რადგან ვირუსით დაინფიცირებამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა.
დეკანოზ დავითის პანაშვიდებისა და დაკრძალვის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით დღის განმავლობაში.
მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ დავითის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს.
უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი დავითი,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.






















