20:37 | 2020-04-14 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ვირუსმა არ იცის ვინ ვინ არის… დარჩით სახლში! – ამირან გამყრელიძე

ვირუსმა არ იცის ვინ ვინ არის… დარჩით სახლში! – ამირან გამყრელიძე

„მედიცინის 10 ინფიცირებული მუშაკი გვყავს უკვე და დღეს დილით დაგვიდასტურდა ასევე პირველი შემთხვევა სასულიერო პირში“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„მედიცინის 10 ინფიცირებული მუშაკი გვყავს უკვე და დღეს დილით დაგვიდასტურდა ასევე პირველი შემთხვევა სასულიერო პირში, ანუ შემთხვევები გახლავთ უკვე სოციალურ ფენაში. მოგხსენებათ ვირუსმა არ იცის ვინ ვინ არის.

 

ეს გამოთქმა მე რამოდენიმეჯერ გავიმეორე, ვინ რომელი პროფესიის წარმომადგენელია, ვინ ვისი შვილია, ვინ ვისი მამა. მოგეხსენებათ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრი დაინფიცირდა, ასევე გაქვს სამეფო ოჯახის დაინფიცირების შემთხვევები, ვირუსი გლობალურად ცირკულირებს და ჯერჯერობით იცით, რომ სამწუხაროდ არ არსებობს მასთან რადიკალური ბრძოლის საშულებები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 296 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 69 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

 

გიორგი გახარიამ საგანგბო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.

 

ასევე, გადაწყდა, რომ ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 10 მაისამდე გაგრძელდეს.

 

ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო რეჟიმი. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს კომენდანტის საათი.

 

დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.

 

აკრძალულია ერთ სივრცეში 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, გარდა აფთიაქებისა.

 

საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.

 

აკრძალვები შეეხო ეკლესიასაც. რის გამოც საქართველოს პატრიარქმა განაჩინა, რომ წირვა-ლოცვა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.

 

ასევე, იკრძალება ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილება.

 

ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების ფარგლებში, ქორწილებისა და ქელეხების გადახდა აიკრძალა

 

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში სპეცრეისებით ჩამოჰყავთ. ისინი 14-დღიანი საკარანტინო პერიოდს სპეციალურ სივრცეებში გადიან.

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X