
22:07 | 2020-11-04
ვის აქვს საოლქო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება – რა წერია კანონში?

თბილისის, ასევე რამდენიმე რეგიონის საოლქო კომისიებთან ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები ერთდროულად შეიკრიბდნენ.
კომისიების სხდომების პარალელურად იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლა. ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატი და მოქმედი დეპუტატი შენობაში შესვლას და კომისიის სხდომაზე დასწრებას ითხოვდა.
ხმაურიანი აქციები პოლიციასთან შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რამდენიმე პირი დაშავდა, რამდენიმე კი სამართალდამცველებმა ადგილიდან გაარიდდეს.
აქვს, თუ არა გარეშე პირს, თუნდაც დეპუტატობის კანდიდატს, ან თავად დეპუტატს საოლქო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება, იქ, სადაც საჩივრები განიხილება?
კანონმდებლობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტეს და ის პირები დაასახლეს, ვისაც კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვს. კანონის არც დეპუტატობის კანდიდატს და არც დეპუტატს სხდომაზე დასწრების უფლებამოსილებას არ ანიჭებს.
ცესკოში განმარტავენ, რომ კომისიის სხდომაზე დასწრება შეუძლიათ პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათთმა ნაწილმა სხდომა თავისივე სურვილით, პროტესტის ნიშნად დატოვა, მიზეზადკი დაასახელეს, რომ საჩივრების რეალური განხილვა არ მიმდინარეობს.
პარტიების წარმომადგენლების გარდა, საოლქო კომისიის სხდომაზე საჩივრების განხილვის პროცესს შეუძლია დააკვირდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენლი და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ორი წარმომადგენელი, თარჯიმანთან ერთად.
მმართელ გუნდში დარწმუნებულნი არიან, რომ ოპოზიციაში კანონმდებლობა კარგად იციან და ოლქებთან შექმნილ აჟიოტაჟს ხელოვნურად სიტუაციის გამწვავებად აფასებენ.
„ქართულ ოცნებაში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ აქამდე არასდროს ყოფილა შემთხვევა, როცა საოლქო კომისიებში უბნების შედეგები გაეხსნათ და შედეგები ხელახლა გადაეთვალათ, ოპოზიცია კი მიზანმიმართულად ცდილობს ამ უპრეცედენტო გამჭირვაკლეობის დისკრედიტაციას.






















