
დღეს, თბილისსა და რეგიონებში საპატრულო პოლიცია მასობრივად აჩერებს ქალ მძღოლებს, თუმცა ეს ის სასიამოვნო შემთხვევაა, როცა პატრული ხმა – „გადააყენეთ ავტომობილი“ – სულაც არ ნიშნავს მოსალოდნელ ჯარიმას, ან რაიმე სამართალდარღვევას.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს და ყვავილების თაიგულები მიართვეს. ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა.
ვიდეო ↓ პატრულ-ინსპექტორებმა ქალ-მძღოლებს 8 მარტი მიულოცეს






















