12:53 | 2020-04-01 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ვის დაუფინანსდება კომუნალური გადასახადები – ნახეთ დეტალურად

ვის დაუფინანსდება კომუნალური გადასახადები – ნახეთ დეტალურად

მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველას ვინც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარს, სამი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადებისგან სრულად გათავსიფლდება.

 

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დაფინანსება შეეხება წყლისა და დასყფთავების გადასახადებსაც.

 

ვის დაუფინანსდება კომუნალური გადასახადები?

 

კომუნალური გადასახადები დაუფინანსდება, მათ ვისაც გახარჯული აქვთ 200 კვტ-ზე და 200 კუბურ მეტრზე ნაკლები. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ 201 კვტ ელექტროენერგია, ან 201 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გექნებათ გახარჯული, მთავრობის დაფინანსებით ვერ ისარგებლებთ და კომუნალური გადასახადები მთლიანად თქვენი დასაფარი იქნება.

 

როგორც ცნობილია, თბილისში დასუფთავებისა და წყლის გადასახადი მიბმულია ელექტროენერგიის გადასახადზე. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი გათავისუფლდება ელექტროენერგიის გადასახადისგან, ის ასევე, არ გადაიხდის დასუფთავებისა და წყლის გადასახადს.

 

თუ მომხმარებელი 200 კვტზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ის დენის, დასუფთავებისა და წყლის გადასახადს გადაიხდის.

 

ელექტროენერგია

 

​200 კილოვატზე ნაკლები ელექტროენერგიის მომხმარებელებს სრულად დაუფინანსდებათ გადასახადი.

ანუ, თუ თბილისის შემთხვევაზე ვიმსჯელებთ, სადაც კომპანია „თელასის“ ტარიფების მიხედვით, 101 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის ტარიფი 14.5 თეთრს შეადგენს, ხოლო 101 კვტ-დან 301 კვტ-მდე ფასი იზრდება და 18.5 თეთრამდე, მათ ვინც 200 კილოვატს მოიხმარს, საშუალოდ თვეში 37 ლარი.

 

ბუნებრივი აირი

 

ასევე, იმ აბონენტებს დაუფინასდებათ გაზის გადასახადი, ვინც 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარს.

 

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ტარიფის მიხედვით, გადასახადი 1 კუბურ მეტრზე 46.15 თეთრს შეადგენს, რაც 200 კუბურ მეტრზე, დაახლოებით, 92 ლარს შეადგენს და მომხმარებელს აღნიშნულ თანხამდე გადასახადი დაუფინანსდება.

 

 

 

ცნობისთვის, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ქვეყანაში არსებული პანდემიის გამო, აღნიშნული დაფინასება სამი თვის – მარტი, აპრილი, მაისის განმავლობაში გაგრძელდება.

 

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X