11:46 | 2021-08-02 ავტორი: Prime Time

ვის დაუსუბსიდირებს სახელმწიფო იპოთეკურ სესხს ბინის შესაძენად – „ძალიან კარგი პროგრამა, რომელსაც დღეს ოფიციალურად დავიწყებთ“

ვის დაუსუბსიდირებს სახელმწიფო იპოთეკურ სესხს ბინის შესაძენად – „ძალიან კარგი პროგრამა, რომელსაც დღეს ოფიციალურად დავიწყებთ“

ჩვენ დღეს ვიწყებთ სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამას მრავალშვილიანი, ან ისეთი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიონერებისთვის! - პრემიერმინისტრის ახალი ინიციატივა
2021-08-02მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიონერებისთვის! - პრემიერმინისტრის ახალი ინიციატივა

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ძალიან კარგი პროგრამა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება, როგორც ბინის, ისე კერძო სახლის შეძენა.

 

„ნათია თურნავა დღეს წარმოადგენს ახალ პროგრამას, რომელიც ჩვენ რამდენიმე ხნის სწინ დავაანონსეთ, ესაა სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამა მრავალშვილიანი, ან ისეთი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები. იპოთეკური სესხით  შესაძლებელი იქნება  როგორც ბინის, ისე კერძო სახლის შეძენა. ეს არის ძალიან კარგი პროგრამა, რომელსაც დღეს ჩვენ ოფიციალურად დავიწყებთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

 

ავტორი: Prime Time

X