16:04 | 2021-08-09 ავტორი: Prime Time

ვის ეკუთვნის „ერი“ და წაართვეს თუ არა ლევან ვასაძეს პარტიის სახელი – ამ სახელწოდებით პარტია არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა

ვის ეკუთვნის „ერი“ და წაართვეს თუ არა ლევან ვასაძეს პარტიის სახელი – ამ სახელწოდებით პარტია არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა

პრორუსი პოლიტიკოსის, ლევან ვასაძის პარტიის (ერთობა, რაობა, იმედი – ერი) მსგავსი სახელით, უზენაესი საბჭოს ყოფილმა წევრმა მირიან მირიანაშვილმა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, პოლიტიკური პარტია „ერი“ დაარეგისტრირა.

 

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, წაართვა თუ არა მირიანაშვილმა ვასაძეს პარტიის სახელი და მიმართა თუ არა ლევან ვასაძემ ცესკოს, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

 

როგორც ცესკოში გვითხრეს, ვასაძეს ცესკოსთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღების თაობაზე არ მიუმართავს. რაც შეეხება პარტიის სახელს, ამ საკითხთან დაკავშირებით, არანაირი სამართლებრივი პრობლემა არ არსებობს.

 

პარტია „ერთობა, რაობა, იმედი – ერის“ დამფუძნებელი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, რაც სავარაუდოდ, ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება.

 

შეგახსენებთ, ლევან ვასაძეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ის აღნიშნულის გამო, თურქეთში მკურნალობს.

 

ავტორი: Prime Time

X