18:13 | 2020-11-20 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ვის ეკუთვნის კომპანია, სადაც შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა

ვის ეკუთვნის კომპანია, სადაც შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“, სადაც ამ წუთებში შეიარაღებული პირი იმყოფება და 9 პირი მძევლად ჰყავს აყვანილი გია პეტრიაშვილს ეკუთვნის.

 

გია პეტრიაშვილმა, მიკროსაფინანსო საჯარე რეესტრში 2012 წლის 5 დეკემბერს დაარეგისტრირა.

 

მას კომპანიაში დირექტორის თანამდებობაც უკავია.

 

Commersant.ge | როგორ შეიცვალა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარი რეგულაციების შემდეგ? - ინტერვიუ MBC-ის გენერალურ დირექტორთან

გია პეტრიაშვილი 

 

გია პეტრიაშვილი ფლობს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრისა და დოქტორის აკადემიურ ხარისხს თეორიული და მათემატიკური ფიზიკის განხრით. 1988 წელს მან სამეცნიერო კარიერა დაიწყო  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერ მკვლევარის პოზიციაზე, ხოლო მოსკოვის ბირთვული კვლევების ინსტიტუტში, როგორც მოწვეულმა მეცნიერ-თანამშრომელმა. გია პეტრიაშვილს გამოქვეყნებული აქვს რიგი კვლევითი ნაშრომები სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში.

 

1998-2012 წლებში გია პეტრიაშვილი გახლდათ ბაზისბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ბანკში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილების შემდგომ მან, პარტნიორებთან ერთად, დააფუძნა სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “მიკრო ბიზნეს კაპიტალი” (“ემ ბი სი”), სადაც დაარსების დღიდან იკავებს გენერალური დირექტორის პოზიციას, ხოლო 2017 წლიდან არის ამავე ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X