11:06 | 2020-08-24 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ვის ეკუთვნის ტურისტული კომპანია, რომლის ტური შატილში ტრაგედიით დასრულდა

ვის ეკუთვნის ტურისტული კომპანია, რომლის ტური შატილში ტრაგედიით დასრულდა

შატილის გზაზე, სადაც ხევში მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი გადაიჩეხა, ტურისტულ კომპანია „თრეველერ ჯის“ ეკუთვნის.

 

რეესტრის მიხედვით, კომპანია 2017 წელს დარეგისტრირდა. „თრეველერ ჯის“ დირექტორია შალვა ბოლოთაშვილი. ის ასევე კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელია.

 

დანარჩენი 50%-ს კი არჩილ ცაგარელი ფლობს.

 

რამდენად დაცული იყო უსაფრთხოების ნორმები და მოგზაურობისთვის საჭირო სტანდარტები, ამას გამოძიება არკვევს.

 

 

 

მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა - რას ამბობს ექიმი ავტოკატასტროფის დროს გადარჩენილ სამ მგზავრზე
2020-08-24მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა - რას ამბობს ექიმი ავტოკატასტროფის დროს გადარჩენილ სამ მგზავრზე

 

შეგახსენებთ, შატილის გზაზე მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად გარდაიცვალა 17, ხოლო მძიმედ დაშავდა 3 ადამიანი.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X