13:23 | 2021-03-22 ავტორი: Prime Time

ვის ხვდებოდა გიორგი გახარია დღეს, ვიდრე პოლიტიკაში დარჩენის გადაწყვეტილებას დაადასტურებდა – ნახეთ ვიდეო

ვის ხვდებოდა გიორგი გახარია დღეს, ვიდრე პოლიტიკაში დარჩენის გადაწყვეტილებას დაადასტურებდა – ნახეთ ვიდეო

“არსად წასვლას არ ვაპირებ. უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ”, – ამის შესახებ დღეს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რამაც საზოგადოებაში დიდი ინტერესი გააჩინა.

 

გიორგი გახარიას არ დაუკონკრეტებია რა გეგმები აქვს და როგორ აპირებს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას.

 

საინტერესოა ისიც, რომ დღეს, როცა ყოფილმა პრემიერმა პოლიტიკაში დარჩენის გადაწყვეტილება დაადასტურა “ტვ პირველის” ჟურნალისტებმა გახარიასთან შეხვედრაზე მყოფი კახა ქემოკლიძე დააფიქსირეს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსია. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა “ქართული ოცნების” მოქმედი დეპუტატი მიხეილ დაუშვილი.

 

ავტორი: Prime Time

X