20:20 | 2021-06-03 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ვის მოუწევს მესამე ვაქცინის გაკეთება – გიორგი ფხაკაძე ბაჰრეინის გადაწყვეტილებას ასაჯაროებს

ვის მოუწევს მესამე ვაქცინის გაკეთება – გიორგი ფხაკაძე ბაჰრეინის გადაწყვეტილებას ასაჯაროებს

კოვიდვაქცინის მე-3 დოზა ბუსტერის გაკეთება იქნება გარდაუვალი – 6 თვეში ერთხელ თუ 12 თვეში, ჯერ ბოლომდე არ ვიცით, მაგრამ ბაჰრეინმა ახლა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველამ, ვინც აიცრა ჩინური სინოფარმის ვაქცინით, მეორე დოზიდან 6 თვეში უნდა გაიკეთოს “ბუსტერი“ “ფაიზერის“ ვაქცინით, – ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელმა ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ „პრაიმტაიმთან“ განაცხადა.

 

 

 

მისი განმარტებით, 2007 წელს სხვადასხვა ტიპის ვაქცინაზე მეცნიერული კვლევები ჩატარდა და გამოიკვეთა პირველი ნიშნები, რომ ბუსტერები საჭირო იყო როგორც ერთ-ერთი უალტერნატივო და საუკეთესო გამოსავალი.

 

 

მისივე თქმით, ე.წ მესამე ვაქცინა, წინა ორი ვაქცინის მუშაობას გააძლიერებს.

 

„კვლევებით დადგინდა, რომ „ფაიზერის“ და „მოდერნას“ კუთხით იყო მოთხოვნა, რომ ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებინა.​

 

ბაჰრეინმა ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის ადამიანები, ვინც ვაქცინაციის 2 დოზა მიიღეს, 6 თვის შემდეგ “ფაიზერი“ უნდა გაიკეთონ და არა ჩინური ვაქცინები. რადგან კვლევამ აჩვენა, რომ ჩინური ვაქცინები ეფექტური არაა.

 

სამწუხაროდ, საუდის არაბეთი და ევროპა არ აღიარებენ ჩინურ ვაქცინებს, შესაბამისად, ისინი ვისაც ეს ვაქცინები აქვს გაკეთებული და იქ შევიდნენ, აქავაქცინირებულებად ჩაითვლებიან.

 

 

ჩინური ვაქცინების ეფექტურობა გამოიხატება იმაში, რომ გიცავს მძიმე დაავადებებისა და სიკვდილისგან, მაგრამ არ გიცავს ინფიცირებისგან. ჩემი საექსპერტო მოსაზრებით, ეს ერთი წელი იქნება გარდამავალი. ალბათ, არსებული ვაქცინები იქნება მესამე ბუსტერი, მესამე ვაქცინები.

 

საბოლოოდ, “მოდერნა“ ახალ ვაქცინაზე მუშაობს და იმედი მაქვს, რომ წელიწადში ერთხელ გვექნება როგორც გრიპის, ასევე კოვიდ-ვაქცინა და იქნება როგორც სეზონური გრიპი. სავარაუდოდ, ​კოვიდი და გრიპის ვაქცინები კომბინირებული იქნება და ეს უნდა იყოს რუტინული რამ, რომელიც არ იქნება ძვირი და იქნება ხელმისაწვდომი“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

 

წყაროები, რომელზეც დაყრდნობით ფხაკაძე ინფორმაციას ავრცელებს, ნახეთ ამ ბმულზე.

 

ასევე ნახეთ:

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X