
სასაფლაოებზე შესვლასთან დაკავშირებით შეზღუდვები წესდება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სასაფლაოებზე შეზღუდვები 10 დღის განმავლობაში იმოქმედებს.
თბილისის ტერიტორიაზე სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით, დაწესებულ შეზღუდვას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს და პროცესში მერიის მუნიციპალური ინსპექციაც ჩაერთვება
საქართველოს მთავრობა რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზე განმარტებებს აკეთებს.
- შემიძლია თუ არა სასაფლაოზე წასვლა?
იკრძალება სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა. აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლასა და გადაადგილებას.
- სასაფლაოზე შესვლა მხოლოდ ქალაქში იზღუდება, თუ ყველგან?
სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია ქვეყნის მასშტაბით.
► იხილეთ N252 დადგენილება – „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
- საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 17 აპრილის 12 საათიდან, 21 აპრილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება იკრძალება.
- დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ატასი ლარით დაჯარიმდება.
- მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტება!
- ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი
- 15 აპრილიდან, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
- საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
- კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხოკაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















