18:36 | 2020-03-11 ავტორი: თამთა თორდია

ვის შეუძლია შესვლა კორონავირუსით ინფიცირებულთან

ვის შეუძლია შესვლა კორონავირუსით ინფიცირებულთან

ვის შეუძლია კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან ბლოკში შესვლა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი, მარინა ენდელაძე საუბრობს.

 

„პაციენტთან ბლოკში რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ შედის მკურნალი ექიმი, მე, მედპერსონალი და სანიტარი. ყველა, ვინც ჩამოვთვალე, არის ეკიპირებული და საერთაშორისო ნორმებს ვიცავთ. ნებისმიერ ბლოკში შესვლისას ეკიპირება იცვლება. ინფიცირებულთან შევდივართ ერთჯერადი ეკიპირებით. წესებს მედპერსონალი მაქსიმალურად ვიცავთ და ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ დაინფიცირებას გადავრჩებით. ინფექციური საავადმყოფო პაციენტებს კვებით უზრუნველვყოფთ და გამოიყენება ერთჯერადი ჭურჭელი“, – განაცხადა ენდელაძემ.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 23-ია, კარანტინის რეჟიმში 298 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 46.

ავტორი: თამთა თორდია

X