
ვისაც ფილერი გვაქვს ვიცრებით, ეს არაა ვაქცინის წინააღმდეგ ჩვენება! თუ ძალიან იშვითად შეშუპება განვითარდა, რამდენიმე დღით სტეროიდი (მაგ. დექსამეტაზინი) ინიშნება და უკვალოდ ქრება ესეც, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
„ფილერებთან დაკავშირებული იმუნოლოგიური რეაქცია, ანუ იმუნიტეტის პასუხი, გრიპის ვაქცინაციის დროს წლების წინ არის აღმოჩენილი. ეს ახალი მოვლენა არ არის.
დღეს არის რეკომენდაცია, რომ ფილერი არ არის არავითარი ვაქცინის წინააღმდეგ ჩვენება, თუ შეშუპება ფიქსირდება, სპეციფიური ქსემაც არის მოწოდებული პრენიზოლონის ტიპის პრეპარატებით, სულ რამდენიმედღიანი ჰორმონის ჩართვაა საჭირო და უკვალოდ ქრება. ვისაც ფილერი აქვს, არ შეეშინდეთ, ამის გამო თავი არ შეიკავონ ვაქცინაციისგან“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ Pfizer-ის შემდეგ, შესაძლოა, ადგილობრივი გართულება ჰქონდეთ მათ, ვინც ფილერს იყენებს.























