
მოდელი და ტელეწამყვანი, სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ სინოფარმის ვაქცინითაა აცრილი.
“ვისაც გაინტერესებთ ავიცერი Sinopharm-ით“,- წერს სალომე ღვინიაშვილი instagram-ზე.
ცნობისთვის, ტელეწამყვანმა დღეს განაცხადა, რომ უკვე მეათე დღეა ის და მისი მეუღლე, ფეხბურთელი ზურა ხიზანიშვილი კორონავირუსით არიან ინფიცირებულები.
“ვირუსი მარტივად და გართულებების გარეშე მიმდინარეობს. რაც მთავარია, რაზეც ძალიან ვღელავდით მეც და ზურაც, არცერთ ჩვენ მეგობარს, რომელთან ერთადაც გავატარეთ კოვიდამდე მთელი დღე, არავის გადაედო“,- წერდა ღვინიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:






















