
მამა პეტრე ეროვნულ გამოცდებზე დაწესებულ შეზღუდვებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
„კატეგორიულად დასაგმობია ეროვნული გამოცდების იმ ფორმით ჩატარება, როგორც დაიგეგმა.
ჯერ დისტანციური სწავლების არასრულყოფილი შედეგი, მერე იმის ნერვიულობა, რომ ეროვნულ გამოცდას აბარებ და ყველაზე მთავარი, ისეთი აღჭურვილობით, ვისაც ჰაერის უკმარისობა აქვს, შეიძლება გული გაუსკდეს.
ეს არის ჩვეულებრივი მწვალებლობა. გაზის კამერისგან დიდად არ განსხვავებული. ღიად ირღვევა აბიტურიენტის უფლებები.
ვიტოვებ იმედს, ეს არაადექვატური გადაწყვეტილება შეიცვლება!“, – წერს მოძღვარი.
შეგახსენებთ, საგამოცდო ცენტრებში კონდიცირების სისტემა არ იმუშავებს და აბიტურიენტები ვალდებულები არიან, პირბადეებით გამოცხადდნენ.























