11:58 | 2020-09-01 ავტორი: Prime Time

ვისაც ჰქონდა ტემპერატურა, ყველამ მიმართა საავადმყოფოს – რას ამბობს „დონას“ მენეჯერი

ვისაც ჰქონდა ტემპერატურა, ყველამ მიმართა საავადმყოფოს – რას ამბობს „დონას“ მენეჯერი

ბათუმში ფარნავაზ მეფის ქუჩაზ მდებარე საკონდიტრო „დონას“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამჟამად საკონდიტრო დაკეტილია. თანამშრომლების ნაწილი თვითიზოლაციაში, ნაწილი კი საკარანტინო სივრცეში იმყოფება.

 

„პრაიმტაიმთან“ „დონას“ მენეჯერი თამილა ბეჟანიძე ადასტურებს საკონდიტროს თანამშრომელის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევას.

როგორც ის აცხადებს, გუშინ დაიკეტა საკონდიტრო, ჯერჯერობით 14 სექტემბრამდე.

 

„გუშინ დაუდასტურდა ერთ თანამშრომელს კორონავირუსი. ის 26 აგვისტოს იმყოფებოდა ბოლოს სამსახურში, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა. ჩვენ, მიღებული გაიდლაინების შესაბამისად ინფორმირებული ვიყავით, რომ თანამშრომელი, რომელიც შეუძლოდ გრძნობდა თავს, არ უნდა გამოცხადდეს სამსახურში. როგორც კი გამოუვლინდა ტემპერატურა, მაშინვე მიმართა სამედიცინო დაწესებულებას. ჩაუტარდა კვლევა და გუშინ დაუდასტურდა ვირუსი. დანარჩენი თანამშრომლები გაიტესტა და პასუხები იქნება დღის ბოლომდე. ვისაც ჰქონდა ტემპერატურა, ყველამ მიმართა სამედიცინო დაწესებულებას. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში ელოდებიან პასუხს. ოღონდ რამდენი, არ ვიცი. ვისაც არ აქვს ტემპერატურა, ისინი სახლებში, თვითიზოლაციაში არიან. ყველა ვართ თვითიზოლაციაში. საკონდიტრო დავკეტეთ გუშინ, როგორც კი მივიღეთ დადებითი პასუხი თანამშრომლის ინფიცირების შესახებ, მაშინვე დავკეტეთ. ადგილზე მოსული იყო შესაბამისი სამსახურები, ჩაატარეს დეზინფექცია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ყველა თანამშრომელს ადგილზე ჩაუტარა ტესტირება.საგანგებო სამსახურის თანამშრომლებმა ის ადამიანები, ვისაც არ ჰქონდათ შესაძლებლობა სახლში გაიარონ თვითიზოლაცია, გადაიყვანეს საკარანტინო დაწესებილებაში“, – განაცხადა თამილა ბეჟანიძემ.

 

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

ავტორი: Prime Time

X