22:36 | 2021-08-17 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„ვისაც იცნობდა საკუთარი რესტორნიდან საკვებს ურიგებდა, პირადად დადიოდა და ეხმარებოდა…“ – ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი ბიზნესმენი

„ვისაც იცნობდა საკუთარი რესტორნიდან საკვებს ურიგებდა, პირადად დადიოდა და ეხმარებოდა…“ – ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი ბიზნესმენი

რუს­თავ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სს ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. 46 წლის ზურა მეს­ხი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

 

ბიზნესმენის გარდაცვალებას ეხმაურება „ინფორუსთავის“ დირექტორიც და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„მე ერთი ამბავი დამამახსოვრდა, შარშან, დაახლოებით ამ დროს სოც.დაუცველებს, სასწრაფოს, საავადმყოფოს ექიმებს, პოლიციელებს, მაშველებს (იმ ადამიანებს, რომლებიც გარეთ იყვნენ და შეზღუდვების მიუხედავად მუშაობდნენ) და ზოგადად ვისაც იცნობდა და იცოდა რომ სჭირდებოდა საკუთარი რესტორნიდან საკვებს ურიგებდა, პირადად დადიოდა და ეხმარებოდა… ძალიან სამწუხაროა…“, – წერს გიორგი ჩომახაშვილი.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X