20:40 | 2021-01-31 ავტორი: Prime Time

ვისაც საშუალება გაქვთ, გადასახლდით სოფელში, მინიმუმ 2-3 წელი ეკონომიკა მინუსში იქნება – გიორგი ფხაკაძე

ვისაც საშუალება გაქვთ, გადასახლდით სოფელში, მინიმუმ 2-3 წელი ეკონომიკა მინუსში იქნება – გიორგი ფხაკაძე

გაუფრთხილდით დანაზოგს, რადგან მინიმუმ, 2-3 წელი ეკონომიკა მინუსში იქნება, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

 

„გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, რადგან ამაზე ძვირფასი, ახლა არაფერი გაგვაჩნია. გაუფრთხილდით დანაზოგს, რადგან. მინიმუმ 2-3 წელი ეკონომიკა მინუსში იქნება. საქართველოში, თითქმის ყველას აქვს სოფელი, ვისაც საშუალება გაქვთ, გადასახლდით სოფელში. დაფიქრდით, როგორ დროში გვიწევს ცხოვრება.

 

„კოვიდტესტები წინასწარ განსაზღვრულია და შედეგები ყალბდება“ - რა ფოტო ვრცელდება სოციალურ ქსელში და რა ხდება სინამდვილეში
2021-01-31„კოვიდტესტები წინასწარ განსაზღვრულია და შედეგები ყალბდება“ - რა ფოტო ვრცელდება სოციალურ ქსელში და რა ხდება სინამდვილეში

 

ახლა ფუფუნების დრო არ არის, ახლა უნდა ვიფიქროთ იმაზე, ნაკლები დანახარჯით, როგორ გავიტანოთ თავი და მოვიგოთ დრო. ვიღაცა შემოგვიტანს ვაქცინას, ვიღაცა გვაჩუქებს ვაქცინას, როგორც ყველა ღარიბი ქვეყნები მიიღებს ვაქცინას, ისე მიიღებს საქართველოც“, – ამბობს ფხაკაძე.

ავტორი: Prime Time

X