
“ქართული ოცნების” წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ ინიცირებული, პოლიტიკური ტემპერატურის დაწევისკენ მიმართული პროცესი ხანგრძლივი იქნება.
მისივე თქმით, მხარეებს შორის საუბარს წინაპირობები არ სჭირდება, თუმცა შედეგის მისაღებად წინაპირობების გარეშე რთული იქნება.
“ვისაც სჭირდება შერიგება, ეს არის “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც უნდა შეურიგდეს ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს. რაც შეეხება თავად პროცესს – პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ ეს არის გრძელვადიანი, პოლიტიკური ტემპერატურის დაწევისკენ მიმართული პროცესი. აქედან გამომდინარე, წინასწარი საუბარი იმაზე, თუ რა შედეგი უნდა იყოს, ან როგორი პროცესი იქნება, რთულია. თავისთავად, საუბარს წინაპირობები არ სჭირდება, საუბარი არ არის თავად პრობლემა, საკითხი იმაშია, რომ თუ მიზანია პოლიტიკური დუღილის ტემპერატურის დაწევა, ამისთვის რთულია წინაპირობების გარეშე საუბარი, როდესაც გყავს პოლიტიკური ძალა, რომელიც უბრალოდ არ აღიარებს ხალხის ნებას,”- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
ასევე ნახეთ:






















