
ყოფილმა პარლამენტარმა ნატო ჩხეიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის გვერდზე და მის მიერ გაზიარებულ პოსტებზე უწმაწურ კომენტარებს წაშლის.
„მეგობრებო, ჩემი ფბ გვერდი მისაწვდომია ყველასთვის, არამეგობრებისთვისაც, და ვისაც უწმაწური სიტყვების გარეშე აზრის გამოთქმის უნარი არ აქვს, მათ „მოსაზრებებს” ვშლი ხოლმე და იმედია, არ მიწყენთ.
პ.ს. კრიტიკულ შენიშვნებს, რაც უნდა მიკერძოებული და მხოლოდ ემოციაზე დაფუძნებული იყოს, ვტოვებ, მაგრამ სასურველი კია, ამ ემოციებს არგუმენტიც მოყვეს ხოლმე… გმადლობთ ყურადღებისთვის“, – წერს ჩხეიძე.
სავარაუდოდ, ყოფილი დეპუტატის განაწყენება, იმ ინტერვიუს მოჰყვა, რომელშიც ჩხეიძე ამბობდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა სახე შეიცვალოს, რათა ვერავინ იცნოს. ინტერვიუდან ამ ნაწილს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.























