20:56 | 2020-12-17 ავტორი: Prime Time

ვისგან დაინფიცირდა ემანუელ მაკრონი – პრეზიდენტი შვიდდღიან თვითიზოლაციაშია

ვისგან დაინფიცირდა ემანუელ მაკრონი – პრეზიდენტი შვიდდღიან თვითიზოლაციაშია

საფრანგეთის 42 წლის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, Covid – 19 დაუდასტურდა. ამჟამად, იგი შვიდდღიან თვითიზოლაციაშია. ინფორმაციას BBC News ავრცელებს.

 

უცნობია პრეზიდენტი როგორ დაინფიცირდა, თუმცა მისი ოფისის ცნობით, სავარაუდოა, რომ მაკრონს დაავადებულთან ახლო კონტაქტი ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ჰქონოდა. აქედან გამომდინარე, ვირუსის გადამდები, შეიძლება საფრანგეთის პარლამენტის სპიკერი – 58 წლის რიჩარდ ფერანდი იყოს.

 

თავდაპირველად, იმასაც ვარაუდობდნენ, რომ ფერანდთან ერთად, საფრანგეთის პრემიერ მინისტრ – ჯინ კასტექსს შეიძლებოდა დაეინფიცირებინა პრეზიდენტი, თუმცა პრემიერმა Covid – 19-ის ტესტზე უარყოფითი პასუხი მალევე მიიღო.

 

 

გავრცელებული ინფორმაციით, ემანუელის ინფიცირების გამო, თვითიზოლაციაში ყოფნა სხვა, ისეთ ევროპელ ლიდერებსაც მოუწევთ, როგორებიც ესპანეთის პრემიერ მინისტრი – პედრო სანჩეზი და ევროპული საბჭოს ლიდერი – ჩარლზ მიშელი არიან. მათ საფრანგეთის პირველი პირი ორშაბათს შეხვდა.

 

რაც შეეხება პრეზიდენტის ცოლს, 67 წლის ბრიჯიტ მაკრონს, ისიც თვითიზოლაშია. საფრანგეთის პირველ ლედი​ს კორონავირუსის სიმპტომები არ აღნიშნება.

 

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა მაკრონმა 22 დეკემბერს ლიბანში დაგეგმილი ვიზიტიც გააუქმა.

 

ავტორი: ამუკა ქორიძე

ავტორი: Prime Time

X