
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
ნათელაშვილი ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებებს ეხმაურება და აკრიტიკებს.
„მე ძალიან მაინტერესებს ეს გერმანელი ევროპარლამენტარი ქალბატონი ვიოლა ფონ კრამონი ვისი დავალებით და რა უფლებამოსილებით აკვარახჭინებს ქართულ პოლიტიკურ კრიზისს,თუ გრძნობს პასუხისმგებლობას, რომ მისი შუამავლობა ივანიშვილის გადასარჩენად დამთავრდა სრული კრახით, ოპოზიციის პარლამენტში შეყრით, მმართველი პარტიის ხელშეკრულებიდან გასვლით და ლეიბორისტული პარტიის აკრძალვით, რაზედაც მას პროტესტიც კი არ გამოუხატავს.
იქნებ ამ საშოვარზე მოარულ ევროდეპუტატს ემუშავა თავის გერმანიის მთავრობასთან რომ არ დავებლოკეთ ნატოში, რომ ნაცისტთა ჩახოცილ 400 ათას ქართველსა თუ მათ შთამომავლებზე გაეცათ კომპენსაცია, ან წინ აღდგომოდა ჩრდილოეთის ნაკადსა და უკრაინის გაყიდვას გერმანიის მიერ ან სულ ბოლოს მარწყვის საკრეფად გერმანიაში გარეკილი ქართველები მაინც მოენახულებინა რომლებიც მონებად მუშაობენ იქ“,- წერს შალვა ნათელაშვილი.
„ჩვენ ყველანი ძალიან იმედგაცრუებულები ვართ მმართველი პარტიის ქმედებებით, მაგრამ მიუხედავად იმისა, როგორც ევროპელები, დავიცავთ ვალდებულებებს და ვიმუშავებთ მათ იმპლემენტაციაზე. არ გვინდა ვიხილოთ საქართველო, რომელიც გადაუხვევს ევროპულ გზას“,- აცხადებდა ვიოლა ფონ კრამონი შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშირებით.
დაგაინტერესებთ:






















