
შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატი ლექსო კობაიძე ამტკიცებს, რომ გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე უცხო პირის დნმ-ი აღმოჩნდა.
მისი თქმით, გენეტიკური პროფილი დაკავებული პირების დნმ-ს არ ემთხვევა.
„ჩანთაზე 2 პირის დნმ-ი დადასტურდა. ერთი თავად გარდაცვლილს ეკუთვნის, ხოლო მეორე – უცხო პირს, რომლის იდენტიფიცირება ამ დრომდე არ მომხდარა“, – ამბობს ადვოკატი.
როგორც ადვოკატები, ისე ექსპერტები არ გამორიცხავენ, დნმ-ი იმ პირებს ეკუთვნოდეს, ვინც ადგილზე მუშაობდა, თუნდაც მაშველებს.
პროკურატურაში კი განმარტავენ, რომ ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ არის ცნობილი და შესაბამისად, უცნობია, ვისი დნმ აღმოჩნდა ჩანთაზე.






















