14:50 | 2021-10-02 ავტორი:

ვისთან ერთად მივიდნენ არჩევნებზე პოლიტიკოსები

ვისთან ერთად მივიდნენ არჩევნებზე პოლიტიკოსები

თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცესი დილის 08:00 საათიდან დაიწყო.

 

ერთ-ერთი პირველი, ვინც საკუთარი აზრი დააფიქსირა “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი იყო.

 

ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად მივიდა. წინა შემთხვევისგან განსხვავებით ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

 

 

საკუთარი პოზიცია ასევე დააფიქსირა ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, ის საარჩევნო უბანზე, უფროსს შვილთან ლევან კალაძესთან ერთად მივიდა.

 

 

მოქმედი პრემიერ მინისტრი ხმის მისაცემად მეუღლესთან ერთად მივიდა.

 

 

ასევე მეუღლესთან ერთად მივიდა საარჩევნო უბანთან საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია საკუთარი არჩევანის გასაკეთებლად მარტო მივიდა.

 

 

ასევე მარტო იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

 

ავტორი:

X