
საქართველოში კორონავირუსის 34-ე შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, 34-ე ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა ბოლო სამ პაციენტთან, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდათ.
ეს პაციენტი გახლავთ ბოლო სამი შემთხვევის კონტაქტი
17 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 34 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში 1008 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 64.
16 მარტს, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი საავადმყოფოდან გაწერეს.























