
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გარკვეული დროის განმავლობაში ქვეყანაში შენარჩუნდეს.
თუმცა მისი თქმით, არა იმ რაოდენობით, რომ ამ ფაქტმა საზოგადოებრივი ცხოვრების პარალიზება მოახდინოს.
„COVID 19-ით ინფიცირებულების რაღაც რაოდენობა ქვეყანაში შენარჩუნდება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს იმდენი, რომ მან საზოგადოებრივი ცხოვრების პარალიზება მოახდინოს. აი, ამას ჰქვია, ვისწავლოთ ცხოვრება COVID19-თან ერთად.
ამ ეტაპზე ითვლება, რომ ეს ზომები საკმარისია, რამდენადაც საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი დრამატული არ არის, ევროპასა და ამერიკაში ერთ -ერთი საუკეთესოა.
ამიტომ, ზომების შემდგომი გამკაცრება ამჟამად საჭიროდ არ მიმაჩნია, მაგრამ თუ ისევ ასეთი უპასუხისმგებლობის გამოვლენა იქნება, როგორიც მარნეულში და თუ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული ჩვენგანის სისხლის ფასად მიღწეულ სტაბილიზაციას ჩვენივე ხელით დავანგრევთ მაშინ დღის წესრიგში ზომების გამკაცრების აუცილებლობა დადგება.
ყველას მინდა მოვუწოდო, დავიცვათ ეს შედარებით რბილი წესები, რომ მათი გამკაცრების აუცილებლობა არ დაგვიდგეს“,- განაცხადა ცერცვაძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაინფიცირების შემთხვევა 420-ია, აქედან 107 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 5.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 ადამიანი და სტაციონრში 574 პაციენტს აკვირდებიან.
- 21 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ ბრძანება გამოსცა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილამდე აიკრძალა მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება.
- დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ათასი ლარით დაჯარიმდება.
- მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტება!
- ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი
- 15 აპრილიდან, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
- საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
- კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხოკაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















