16:15 | 2021-08-13 ავტორი: Prime Time

ვისთვის გახდება ფასიანი კორონავირუსზე ტესტის აღება – პაატა იმნაძის განმარტება

ვისთვის გახდება ფასიანი კორონავირუსზე ტესტის აღება – პაატა იმნაძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თუ მოქალაქე ვაქცინაციაზე უარს იტყვის, მაგრამ სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობა სურს, მისი ტესტირება შესაძლოა, ფასიანი გახდეს.

 

„ადამიანებს არჩევანის საშუალება ექნებათ. სახელმწიფო ადამიანებს ვაქცინას უფასოდ სთავაზობს, მაგრამ თუ მას არ უნდა ამ ვაქცინის გაკეთება, მაგრამ გარკვეული აქტივობები სურს, რომელიც სხვებისთვის საფრთხის შემცველია, მაშინ სახელმწიფომ უნდა დაიზღვიოს თავი და ასეთ ადამიანებს ტესტირება უნდა ჩაუტარდეთ, მაგრამ ალტერნატივად არსებობს უფასო ვაქცინა. ასეთი ჯგუფის ადამიანებს შესთავაზებენ ტესტს, ოღონდ უკვე ფასიანს“, – განაცხადა იმნაძემ.

 

პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ გარკვეული პროფესიული ჯგუფებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს.

 

„ჩემი პირადი აზრია, რომ გარკვეული პროფესიული ჯგუფებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ყველასთვის არა, მაგრამ გარკვეული პროფესიული ჯგუფებისთვის, მაგალითად, ჩემი კოლეგებისთვის“,-განაცხადა იმნაძემ.

 

 

ასევე ნახეთ: სოფო ნიჟარაძემ კოვიდინფიცირებულს უმღერა

 

ავტორი: Prime Time

X