11:29 | 2020-12-11 ავტორი: თეონა ყაჭიური

ვისურვებ, ჩემს ქვეყანას ისეთი პარლამენტი ამშვენებდეს, სადაც… – როგორი წარმოუდგენია საქართველოს პარლამენტი ეკა ბესელიას

ვისურვებ, ჩემს ქვეყანას ისეთი პარლამენტი ამშვენებდეს, სადაც… – როგორი წარმოუდგენია საქართველოს პარლამენტი ეკა ბესელიას

ყოფილი დეპუტატი, ეკა ბესელია მეათე მოწვევის პარლამენტის დაწყებას ეხმაურება. როგროც ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს, ეს ყველაზე ცუდი სცენარია, რაც კი თავად წარმოედგინა.

 

„რაღაც სრულდება და რაღაც იწყება, და ეს დაუსრულებლად… დღეს ახალი, მე-10 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება… როგორია? ერთპარტიული და იქ ხალხის ნება და წარმომადგენლობაც მხოლოდ ერთპარტიული!

 

მეგონა, ველოდი და მსურდა უკეთესი ვიდრე იყო მე-7, 8 ან მე-9 მოწვევის პარლამენტი და აღმოჩდა ყველაზე უარესი სცენარი…რასაკვირველია დროებითია… მჯერა უკეთესი წინაა… ვისურვებ ჩემს ქვეყანას ისეთი პარლამენტი ამშვენებდეს, სადაც ისმის – რა სურს ამომრჩეველს“,- წერს ეკა ბესელია.

 

ყოფილი დეპუტატი იმ საქმეების ჩამონათვალზეც წერს, რაც მისი პარლამენტში ყოფნის განმავლობაში გაკეთდა და იმედს იტოვებს, რომ რეფორმები „უკეთეს პარლამენტში“ გაგრძელდება.

 

ბუბა კიკაბიძე მანდატის დახევას აპირებს - ვინ გახდება პარლამენტის უხუცესი დეპუტატი, რომელიც პირველ სხდომას გახსნის
2020-12-11ბუბა კიკაბიძე მანდატის დახევას აპირებს - ვინ გახდება პარლამენტის უხუცესი დეპუტატი, რომელიც პირველ სხდომას გახსნის

 

დღეს მეათე მოწვევის პარალამენტის პირველი სხდომა გაიმართება. სხდომის პარალელურად, პარლამენტთან აქცია მიმდიანრეობს. ამასთან, დღეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიულ სიებთან დაკავშირებით მემორანდუმს მოაწერენ ხელს.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X