16:23 | 2021-10-19 ავტორი: Prime Time

ვითარება საგანგაშოა, ძალიან მძიმე შემოდგომის ბოლო და ზამთრის დასაწყისი გველის – პაატა იმნაძე

ვითარება საგანგაშოა, ძალიან მძიმე შემოდგომის ბოლო და ზამთრის დასაწყისი გველის – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას აფასებს.

 

როგორც იმნაძე „დღის კურიერში“ საუბრისას ამბობს, შემოდგომის ბოლო და ზამთრის დასაწყისი საკმაოდ მძიმე იქნება.

 

ვინ არის კობა ნაყოფიას 20 წლით უმცორის მეუღლე? - მილიონერმა პოლიტიკოსმა შვილის მეგობარზე იქორწინა
2021-10-19ვინ არის კობა ნაყოფიას 20 წლით უმცორის მეუღლე? - მილიონერმა პოლიტიკოსმა შვილის მეგობარზე იქორწინა

 

„ვითარება ძალიან სერიოზულია. მატება სხვა ქვეყნებშიც არის, თუმცა განსხვავება ისაა, რომ სხვაგან მოსახლეობის ნაწილი აცრილია და ჰოსპიტალიზაცია ნაკლებად საჭიროა. რაც მთვარია, ადამიანების სიცოცხლე გაცილებით დაცულია, იქ სადაც ადამიანები აცრილები არიან.

 

ჩვენთან სამწუხაროდ ჰოსპიტალურ სექტორზე ძლიერი იქნება დატვირთვა. შესაბამისად, რა რაოდენობასაც მიაღწევს ავადმყოფთა რაოდენობა, იცით, რომ ყოველი 10000 ადამიანიდან 15 დაიღუპება.

 

ძალიან მძიმე შემოდგომის ბოლო და ზამთრის დასაწყისი გველის. ვითარება საგანგაშოა, იმიტომ რომ ეს რიცხვები დამოკიდებულია იმაზე, რამდენია პოპულაციაში აცრა“,- ამბობს პაატა იმნაძე.

 

19 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 5 739 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაიცვალა 36 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 10.15%-ია.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X