16:07 | 2020-03-29 ავტორი: Prime Time

ვითარება ზუგდიდში – ფოტორეპორტაჟი

ვითარება ზუგდიდში – ფოტორეპორტაჟი

სამეგრელოს ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა. რეგიონის შესასვლელსა და გამოსასვლელში ბლოკ-პოსტები მოეწყობა, სადაც საპატრულო ძალები ავტომობილების გადაადგილებას გააკონტროლებენ. ზუგდიდში, პოლიციელიები მძღოლებს აჩერებენ და აცნობენ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ 3 პირზე მეტის გადაადგილება ავტომობილით არ შეიძლება.

 

იხილეთ სურათები ზუგდიდიდან

 

 

 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტისა და მთავრობის დადგენილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით, დაწესებულია სხვადასხვა შეზღუდვები, მათ შორის:

 

• აიკრძალა საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტი ადამიანის შეკრება;

• იმ ობიექტებში, რომელთა მუშაობაც არ შეჩერებულა, დადგინდა 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულება;

• მთელი ქვეყნის მასშტაბით შეჩერდა ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა;

• დაწესდა შეზღუდვები ეკონომიკურ საქმიანობაზე

• აიკრძალა საკარანტინო ზონების თვითნებური დატოვება.

 

მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

 

გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს

 

 

 

 

ავტორი: თეა შონია

 

ავტორი: Prime Time

X