23:59 | 2021-09-29 ავტორი:

ვიტყუები… როცა უშნო სიმართლე მაქვს სათქმელი… – რისთვის ეძებს მიზეზს გელა ჩარკვიანი

ვიტყუები… როცა უშნო სიმართლე მაქვს სათქმელი… – რისთვის ეძებს მიზეზს გელა ჩარკვიანი

“ნანა ძალიან ცოტას ლაპარაკობდა, ეს კიდევ უფრო ართულებდა მის ბოლომდე გაცნობას. სულ მეგონა, რომ ღრმა სამალავში რაღაც საიდუმლოს ინახავდა. ეს სიყვარულის მაცოცხლებელი ძალა იყო. “ნანას პირველი დანახვისთანავე მივხვდი, რომ მის სიყვარულს ვეღარ გადავურჩებოდი”- ამის შესახებ დიპლომატი , პედაგოგი და მუსიკოსი, გელა ჩარკვიანი კვირის პალიტრასთან საუბარში აცხადებს და მის მეუღლეს იხსენებს.

 

“მეშინია… კბილის ტკივილის.

ღირსი ვარ… რისიც ვიყავი, ყველაფერი მივიღე.

ვამზადებ… ჩემოდანს.

ვჩხუბობ… უზრდელ ხალხთან.

მენატრება… ნანა.

ვიტყუები… როცა უშნო სიმართლე მაქვს სათქმელი.

ვეძებ… მიზეზებს, რომ არ დავჯდე საწერად”.

 

80 წლის ვარ. უკვე ვგრძნობ სურვილების დეფიციტს, ანუ მაინცდამაინც აღარაფერი მაინტერესებს. ეს არ ნიშნავს, რომ უმოქმედო ვარ, რასაც ვაკეთებ, ცოტა ძალას ვატან თავს”,- ამბობს გელა ჩარკვიანი ინტერვიუში, რომელიც კვირის პალიტრის არივიდანაა.

 

დაგაინტერესებთ სხვა საინტერესო სიხალეები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი:

X