22:58 | 2021-11-15 ავტორი: Prime Time

ვიცი, ბევრს იტირებ, მაგრამ ფანდური ზურგზე მაინც გქონდეს აკიდებული – ვისთან შეხვედრას იხსენებს მამა პეტრე

ვიცი, ბევრს იტირებ, მაგრამ ფანდური ზურგზე მაინც გქონდეს აკიდებული – ვისთან შეხვედრას იხსენებს მამა პეტრე

მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის, მომღერალ მირანდა მაისურაძესთან შეხვედრას იხსენებს:

 

2021-11-15"გადასხმას და გადასხმას შორის, ალბათ, მეასედ მისაყვედურა..." - რას წერს ელენე ხოშტარიაზე სცენარისტი ქეთი დევდარიანი

 

„ყველაფერი სამებიდან დაიწყო…

 

პარასკევს ლოცვა მქონდა, კიბეებთან შვლის ნუკრისთვალება გოგონა, ფანდურაკიდებული იდგა, მამა პეტრე, ჩემი მოძღვარი მინდა იყოთ, მითხრა… გამეღიმა და ვთქვი, ჩემნაირი რომ არ იყოს, ფანდურით და გიტარით ლოცვაზე ხომ არ დამადგებოდა, მეთქი…

 

ტაძრის ეზოში გავედით… ისე იმღერა ციდან ვარსკვლავები ცვიოდა…

 

უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ყოველ კვირას ღონისძიებებს ვაწყობდით ახალგაზრდულ ცენტრში, სულ ჩემს გვერდით იყო…

 

წლების წინ, სატელევიზიო გამოსვლების დროს გვერდით მყავდა… “აპრილი” რომ იმღერა, მრევლის ნაწილი გერგეტზე მივდიოდით… ყველა სათითაოდ რეკავდა რადიოში, მირანდას აპრილი გააჟღერეთო…

 

ჰო, დიადა, სულ აპრილივით მინდა იყო… მადლობა იმ წლებისთვის… რაც ნამდვილია, არასდროს იკარგება…

 

შენი ლოცვით უნდა ვცხონდე… იცოდე, რომ აღარ ვიქნები, შემოუძახე ყველას და შენ ფანდური წამოიღე… ვიცი, ბევრს იტირებ, მაგრამ ფანდური ზურგზე მაინც გქონდეს აკიდებული, როგორც მაშინ!…

 

მანამდე კი, ყველა ერთად შევყაროთ!..“, – წერს მამა პეტრე სოციალურ ქსელში.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

აბა მოფრთხიალდით ჩიტებო აქეთ და ვინც არ დამეთანხმება, იქვე მიაწერეთ რამდენი წელი გაქვთ ნამუშევარი ევროპის ციხეების კლინიკებში – ნინო ჭელიძე

 

კორონავირუსის შემდგომი გართულებებით ჯერ დედა, 20 დღის შემდეგ კი შვილი გარდაიცვალა

 

გადაამოწმეთ, გაქვთ თუ არა მწვანე საშვი – იპოვე შენი სახელი კოვიდრეესტრში

 

თამარ ივერი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ქალბატონს, რომელმაც შემთხვევით მანქანა გაუკაწრა

 

რას პროგნოზირებს ასტროლოგი მიხეილ სააკაშვილის უახლოეს მომავალზე – შიმშილობა ცუდ დროს დაიწყო

 

ავტორი: Prime Time

X